2014-09-14
კონფერენცია გენდერის კვლევაში: სიმონ დე ბოვუარი - გენდერის აქტუალიზაცია
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევის ინსტიტუტი, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი და არსამთავრობო ორგანიზაცია - ქალთა ინიციატიცა თანასწორობისთვის აცხადებს ერთობლივ
მე-6 ყოველწლიურ კონფერენციას გენდერის კვლევაში: სიმონ დე ბოვუარი - გენდერის აქტუალიზაცია.
კონფერენცია გაიმართება გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად, 25 ნოემბრიდან (ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე) 10 დეკემბრის (ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე) ჩათვლით აღინიშნება. წლევანდელი კონფერენცია ეძღვნება გამოჩენილ ფრანგ ფემინისტს და ფილოსოფოსს სიმონ დე ბოვუარს (1908-1986), მის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.
ორგანიზაციამ ქალთა ინიციატივა თანასწორობისთვის დაასრულა სიმონ დე ბოვუარის საეტაპო ნაშრომის „მეორე სქესი“ (1949) თარგმნა ქართულ ენაზე და კონფერენციის მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა შეხვდენენ და მოუსმინონ ნაშრომის მთარგმენლს - პროფესორ მზია ბაქრაძეს, თარგმანის ინიცატორს ქალბატონ ლელა გაფრინდაშვილს და მოწვეულ სტუმრებს საფრანგეთიდან.
კონფერენცია საშუალებას მისცემს დაინტერესებულ მკვლევრებს წარმოადგინონ საკუთარი ნაშრომები, როგორც ბოვუარის იდეების, ბიოგრაფიის კვლევის შესახებ, ასევე მისი მოღვაწეობის მიმართებაზე ფემინისტური მოძრაობისა და თეორიის განვითარებასთან. კონფერენციის ფარგლებში შეიძლება წარმოდგენილი იყოს ასევე ისეთი კვლევები, რომლებიც უშუალოდ არ შეეხება სიმონ დე ბოვუარს და მის მოღვაწეობას, მაგრამ ახდენენ გენდერის როგორც ანალიტიკური კატეგორიის, ცნებათა და დამოკიდებულებათა სისტემის აქტუალიზაციას.
კონფერენციის თარიღი: 27-28 ნოემბერი, 2014
კონფერენციის ადგილი: თსუ I კორპუსი
კონფერენციის ენა: ქართული და ინგლისური (სინქრონული თარგმანით)
კონფერენციაზე მიღებული იქნება ნაშრომები შემდეგ თემებზე:
1. სიმონ დე ბოვუარის ცხოვრება, მოღვაწეობა და მნიშვნელობა
• ბოვუარის იდეები და მისი ზეგავლენა ფემინისტური მოძრაობისა და თეორიის განვითარებაზე;
• „მეორე სქესის“ გაცნობის მნიშვნელობა ქართული აკადემიური წრეებისთვის და არამხოლოდ;
• ბოვუარის ბიოგრაფიის კვლევა;
2. გენდერის აქტუალიზაცია ქართულ კონტექსტში
• გენდერი ოჯახში და ჩვენს ყოველდღიურობაში
• გენდერი და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება
• გენდერი, ნაციონალიზმი და რელიგია
• გენდერის რეპრეზენტაცია ხელოვნებაში, მედიაში
• გენდერის ნიშნით ჩადენილი ძალადობა
• გენდერული იდენტობა და სექსუალური ორიენტაცია
აბსტრაქტის მიღების ბოლო ვადაა 24 ოქტომბერი, 2014 წელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ: //css.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=8&info_id=952
ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: genderequality@css.ge

« იხ. ყველა სიახლე