2012-10-16
2012 წლის ოქტომბრის თვიდან თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ლექციებს წაიკითხავენ ოქსფორდის, ბირტეკის, მაასტრიხტის, ოსლოს, არიელის, ბრემენისა და ბოლონიის უნივერსიტეტების პროფესორები. დასწრება თავისუფალია!
პროფ. კარლ შმიტი – ლექციის თემა: „ინგლისური ლიტერატურა“, თარიღი: 2 - 12 ოქტომბერი, სამუშაო ენა: ინგლისური.
პროფ. ლუის ბუნი – ლექციის თემა: „საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია ახალ და უახლეს პერიოდში: მსოფლიო ისტორიის საკვანძო საკითხები“, თარიღი: 2-13 ოქტომბერი, სამუშაო ენა: ინგლისური.
პროფ. რეუვენ ენოხი – ლექციის თემა: „ქართული ენის ისტორიისა და დიალექტოლოგიის საკითხები“, თარიღი: 2-12 ოქტომბერი, სამუშაო ენა: ქართული.
პროფ. სუზან ჯეკსონი – ლექციის თემა: „ტრანსფორმაციები: ფემინისტური კვლევები და პედაგოგიური მიდგომები“, თარიღი: 15 - 26 ოქტომბერი, სამუშაო ენა: ინგლისური.
პროფ. პაოლო ბიაჯი – ლექციის თემა: „ევროპისა და არაბეთის ზღვის (ინდოეთის ოკეანის) პრეისტორია“, თარიღი: 17 ოქტომბერი - 26 ოქტომბერი, სამუშაო ენა: ინგლისური.
პროფ. ინგებორგ ტონე – ლექციის თემა: „ენის სწავლების მეტალინგვისტური ასპექტები“, თარიღი: 28 ოქტომბერი - 5 ნოემბერი, სამუშაო ენა: ინგლისური.
პროფ. ანა სონჩინი – ლექციის თემა: „ფრანკოფონიური ლიტერატურა“, თარიღი: 1–11 ნოემბერი, სამუშაო ენა: ფრანგული.
პროფ. ტასილო შმიდტი – ლექციის თემა: მიკენოლოგია, თარიღი: 6 ნოემბერი - 16 ნოემბერი, სამუშაო ენა: ინგლისური.
პროფ. ჯან პაოლო რენელო – ლექციის თემა: „ინფორმატიკა და ლიტერატურა“, თარიღი: 15 ნოემბერი - 20 დეკემბერი, სამუშაო ენა: ინგლისური.
პროფ. ანა გილ-გარსია – ლექციის თემა: „Reframind Educational Leadership“, თარიღი: 8 ნოემბერი - 25 ნოემბერი, სამუშაო ენა: ინგლისური.
ლექციებზე ჩაწერის მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა.
საკონტაქტო პირი:
გიული შაბაშვილი
ასოცირებული პროფესორი
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური
giuli.shabashvili@tsu.ge
599728873
« იხ. ყველა სიახლე