2012-02-15

2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა

სტუდენტები, რომლებმაც სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონული პორტალის საშუალებით (www.eqe.ge) მიიღეს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოსვლის უფლება, მომართავენ უნივერსიტეტს რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში:
მობილობის ვადები – ბრძანება №:08/01-01; 30.01.2012; ბრძანება №:15/01-01, 13.02.2012;
  ბრძანება№ 18/01-01 16.02.2012

პროცედურული ვადები:
• დოკუმენტაციის მიღება - 16 - 20 თებერვალი;
• უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება - 18 - 21 თებერვალი;
• სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება - 22 თებერვალი;
• ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში - 23 თებერვალი.

საგამოცდო ვადები:

• ბაკალავრიატში (იურიდიული ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამა – „საერთაშორისო სამართალი")/დოქტორანტურაში უცხო ენის გამოცდა – 18 თებერვალი 12 საათი; შედეგების გამოცხადება – 18 საათი;
თსუ ბიბლიოთეკის შენობაში (ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. № 11)
• აპელაციაზე განცხადების მიღება - 20 თებერვალი;
• აპელაციის განცხადებების განხილვა და შედეგების გამოცხადება - 21 თებერვალი (10 საათი);
• დოქტორანტურაში გასაუბრება სპეციალობაში - 21 თებერვალი (15 საათი).


ვაკანტური ადგილები:
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011–2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ – №:11/01-01, 01.02.2012


კრედიტების აღიარება
მობილობის პროცესში სტუდენტის კრედიტების აღიარება ხდება ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 25 ივნისის “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის” დამტკიცების შესახებ №57/2010 დადგენილების შესაბამისად.

ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება
მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის ჩარიცხვის ბრძანების პროექტში მოხვედრის წინაპირობაა აღიარებული კრედიტების გაცნობის შემდეგ უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გაფორმება – 2012 წლის 22 თებერვალი.

მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტი ვალდებულია დადგენილ ვადებში შესაბამის ფაკულტეტზე (საკონტაქტო ინფორმაცია) წარადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული შემდეგი დოკუმენტები (განცხადება ივსება ფაკულტეტზე დოკუმენტების წარდგენისას):
ა) სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერთიფიკატის ასლი;
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
თ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა.
ი) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).




სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა ჩარიცხვა
სტუდენტი ვალდებულია ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ წარმოადგინოს პირად საქმეში არსებული დოკუმენტები (დედნის სახით).

Print

« იხ. ყველა სიახლე