3-4 ივნისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის დეპარტამენტთან და ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტთან პარტნიორობით გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე:
"გეოგრაფიული მეცნიერება გლობალურ კონტექსტში: მიღწევები და გამოწვევები"
კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს:
- ქართველი და უცხოელი გეოგრაფების კვლევების გაცნობას და სამეცნიერო ინტერესების გაზიარებას;
- საქართველოსა და სხვა უნივერსიტეტებში გეოგრაფიული პრობლემატიკით დაინტერესებული ახალგაზრდა მკვლევარების შეკრებას და მათი სამეცნიერო მუშაობის სტიმულირებას;
- კონტაქტების გაღრმავებას ქართველ და უცხოელ კოლეგებს შორის.
კონფერენციის თემატიკა ფართოა:
ფიზიკური გეოგრაფია: გეომორფოლოგია, კლიმატოლოგია, ჰიდროლოგია, ლანდშაფტმცოდნეობა, კარტოგრაფია და გეოდეზია, ნიადაგმცოდნეობა
გეოლოგია
საზოგადოებრივი გეოგრაფია: მოსახლეობის გეოგრაფია და მიგრაცია, გეოურბანისტიკა, ეკონომიკა და გეოეკონომიკა
სოფლის მეურნეობა: პოლიტიკური გეოგრაფია, საერთაშორისო ურთიერთობები, დემოგრაფია, გეოინფორმაციული სისტემები, ბუნებათსარგებლობა, ეკოლოგია და გარემოს დაცვა, მიწათსარგებლობა და მიწის კადასტრი, მდგრადი განვითარება, ტურიზმი და რეკრეაცია, გენდერული კვლევები
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური და რუსული.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
ia.iashvili@tsu.ge ან
tsitsino.daviduliani@atsu.edu.ge
მისამართი:
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ. #59