ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-07-01

ცხადდება მიღება იურიდიული ფაკულტეტის უცხოენოვან სამაგისტრო პროგრამებზე

ივანე ჯავახიშვილის სახელობი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი აცხადებს მიღებას უცხოენოვან სამაგისტრო პროგრამებზე:

1.     გერმანულენოვანი სამართლის სამაგისტრო პროგრამა „LL.M Zu Köln” გერმანიის ქ. კიოლნის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.
სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა 2-დან 4-თვემდე გაემგზავრონ ქ.კიოლნის უნივერსიტეტში.
გაიცემა კიოლნის უნივერსიტეტის დიპლომი.

იხ. ბმული
საბუთების მიღება იწარმოებს ა.წ 5 სექტემბრამდე.


2.     ინტერდისციპლინური, ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობა“ - გერმანიის ქ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.
იხ.ბმული
საბუთების მიღება იწარმოებს ა.წ 2-დან 5 სექტემბრამდე.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ტელ: (+995 322) 222 10 97
ელ-ფოსტა: tamar.berishvili@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე