2012-02-27
შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების მქონე პირი
შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს თსუ–ს ნებისმიერ სტუდენტს, მათ შორის სტატუსშეჩერებულს.
შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა
შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.
შიდა მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა:
1. განცხადება (ივსება ფაკულტეტზე);
2. ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით);
3. პირადობის მოწმობის ასლი;
4. გამოცდების ეროვნული ცენრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (საკონტაქტო ინფორმაცია).
შიდა მობილობაში მონაწილეობის მსურველ პირთა განაცხადების მიღება
შიდა მობილობაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა განცხადებები მიიღება იმ ფაკულტეტის/სტრუქტურული ერთეულის კანცელარიაში, სადაც სტუდენტს სურს გადასვლა.
შიდა მობილობის ვადები (ბრძანება №06/01-01, 30.01.12)
დოკუმენტების მიღება ფაკულტეტებზე - 22 - 27 თებერვალი;
კრედიტების აღიარება - 28 თებერვალი – 5 მარტი;
სტუდენტებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა – 6 მარტი;
ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება – 9 მარტი.
ვაკანტური ადგილები
შიდა მობილობისათვის ვაკანტური ადგილები საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით განისაზღვრა ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 31 იანვრის №10/01-01 ბრძანებით (ბრძანება №10/01-01, 31.01.12 ,
ბრძანება
14/01-01 07.02.12).
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა
-
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებენ ვაკანტური ადგილების შესაბამისი რაოდენობის სტუდენტები, რომელთა ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგები აღემატება მობილობის სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს.
-
ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები შიდა მობილობით საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის უფლებას მოიპოვებენ ვაკანტური ადგილების გადაჭარბებით.
კრედიტების აღიარება
შიდა მობილობის პროცესში სტუდენტის კრედიტების აღიარება ხდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 25 ივნისის “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის” დამტკიცების შესახებ №57/2010 დადგენილების შესაბამისად.
« იხ. ყველა სიახლე