2013-09-02
მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!
2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 თებერვლის
თსუ-ს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირებს (მიღების წინაპირობები განსაზღვრულია შესაბამისი სამაგისტრო პროგრამით).
2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მაგისტრატურაში მიღების ვადები (ბრძ.
ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) – 2-5 სექტემბერი;
ბ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) - 7 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 9 სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 10 - 12 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 13 სექტემბერი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 10 სექტემბერი;
ზ) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) – 12 სექტემბერი;
თ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი (10 საათი);
ი) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 12 - 14 სექტემბერი;
კ) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 16 სექტემბერი;
ლ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 17 - 19 სექტემბერი;
მ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 23 სექტემბერი.
2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მაგისტრატურაში მიღების ვადები მაგისტრანტობის იმ კანდიდატებისთვის, რომელთაც საერთო სამაგისტრო გამოცდა გაიარეს 2011 ან 2012 წელს და მოიპოვეს ჩარიცხვის კონკურსში მონაწილეობის უფლება
ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) – 26 – 29 აგვისტო;
ბ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) - 2 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 3 სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 4 - 6 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 9 სექტემბერი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 3 სექტემბერი;
ზ) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) – 11 სექტემბერი;
თ) სპეციალობის გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 4 სექტემბერი;
ი) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 5 - 7 სექტემბერი;
კ) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 10 სექტემბერი;
ლ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 17 - 19 სექტემბერი;
მ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 23 სექტემბერი.
თსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა
ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ) ფოტოსურათის (3x4) ელექტრონული ვერსია CD-ზე;
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2013 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ი) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.
« იხ. ყველა სიახლე