2017-09-12
პროფესორ ლევან ალექსიძისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი
14 სექტემბერს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ლონდონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა სკოლისა (LSE) და მელბურნის უნივერსიტეტის თანამშრომლობით პროფესორ ლევან ალექსიძისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნება.
სიმპოზიუმის ფარგლებში მოწვეულ მომხსენებლებთან ერთად "ცივი ომის" დროინდელი საერთაშორისო სამართლის შექმნისა და განვითარების გამოცდილებას პროფესორი ლევან ალექსიძე გაეროს როგორც ნიუ-იორკის, ისე ჟენევის შტაბ-ბინებში მისი მოღვაწეობის ჭრილშიც განიხილავს.
სიმპოზიუმი გახსნის თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის 2017-2018 საჯარო ლექციების წყებასა და ასევე პირველია ღონისძიებათა ციკლში, რომელიც "ცივი ომის" დროინდელ საერთაშორისო სამართალს ეძღვნება. თსუ-სთან ერთად 14-17 სექტემბერს ღონისძიებებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მწერალთა სახლი მასპინძლობს.
14.09.2017 სიმპოზიუმში მონაწილეობის დასადასტურებლად გთხოვთ, მოგვწეროთ: Ketevan.khutsishvili-law@tsu.ge

იხილეთ დანართი
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1,თსუ, I კორპუსი, 107-ე აუდიტორია
« იხ. ყველა სიახლე