ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-05-17

ესეების კონკურსი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის

ორგანიზაცია ,,განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტი“ (EARI), პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად, ატარებს ესეების კონკურსს - "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი” სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის.

კონკურსი ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.

5 წევრისგან შემდგარი ჟიური, მათ შორის ისტორიკოსი, ლიტერატორი, მწერალი, გამოავლენს კონკურსში მონაწილე ესეების ავტორებიდან 20 საუკეთესოს. ამასთან, სტუდენტებს შორის გამოვლინდება პირველ და მეორე ადგილზე გასული გამარჯვებული, რომელთაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო, I ადგილისთვის - 1500 ლარი, II ადგილისთვის - 1000 ლარი.

პირველ და მეორე ადგილზე გასული გამარჯვებული გამოვლინდება პროფესორ-მასწავლებლებს შორისაც, რომლებიც ასევე მიიღებენ ფულად პრიზებს - I ადილისთვის - 1500 ლარი, II ადგილისთვის - 1000 ლარი.

კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სიმბოლური საჩუქრები. ორივე კატეგორიაში გამარჯვებული ოცეულის ესები გამოიცემა კრებულის სახით და გადაეცემა ბიბლიოთეკებსა და უმაღლეს სასწავლებლებს.

საკონკურსო განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ მოეწყობა კონკურსანტების შეხვედრა პრეზიდენტთან. პროექტის ბოლოს კი, გაიმართება გამარჯვებულების გამოვლენისა და დაჯილდოების ცერემონია, სადაც გამარჯვებულებს პრეზიდენტი დაასახელებს.

ჟიურისთვის  წინასწარ განსაზღვრული ძირითადი კრიტერიუმები: პირველი რესპუბლიკის ასწლეულის ანალიზი და შეჯამება, ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე არსებული გამოწვევების ხედვა, ნაშრომის აკადემიური სტილი, თემის შესაბამისობა კონკურსის მიზანთან. ნაშრომი შეფასდება 10-ქულიანი სისტემით.

კონკურსანტებმა საკონკურსო ნამუშევრები უნდა წარმოადგინონ 7 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით. ერთ ავტორს შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ერთი ესე წარმოადინოს საკონკურსოდ. ჟიურის წევრებს ექნებათ დაახლოებთ სამი კვირა საკონსკურსო ნაშრომების გასაცნობად და შესაფასებლად. გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება ივნისის ბოლოს.

საკონკურსო ნამუშევრები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე: instituteeari@gmail.com. ნაშრომში აუცილებელია მითითებული იყოს ავტორის სახელი, გვარი, საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება, თქვენი პირადი ელ-ფოსტა და თქვენი ტელეფონის ნომერი (მონაცემების არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხევაში ნამუშევრები არ მიიღება).

ტექნიკური სახის მოთხოვნები:
ენა: ქართული;
დოკუმენტის ტიპი: PDF;
ფონტი: Sylfaen;
შრიფტის ზომა: 12;
ინტერვალი: 1,15;
ესსეს მოცულობა: 1500-2500 სიტყვა.
საკონტაქტო ტელ.: 558 45 11 12


Print

« იხ. ყველა სიახლე