ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-03-18

ცხადდება კონკურსი თსუ მაგისტრატურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

ცხადდება კონკურსი თსუ მაგისტრატურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

სამაგისტრო სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:
ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურის მეცნიერებები
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): იურიდიული, ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურის მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://www.europa-uni.de/en/index.html
იუსტუს-ლიბიგის გისენის უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ბიოლოგია, გამოყენებითი ბიომეცნიერებები, გარემოს მდგრადი განვითარება, გარემოს დაცვა, ეკონომიკა
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): ეკონომიკა, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
http://www.uni-giessen.de/cms/welcome
კორუნას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): იურიდიული, სოციოლოგია, ბიოლოგია, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერება, მათემატიკა, ფსიქოლოგია
სასწავლო მიმართულებები (ესპანურენოვანი): იურიდიული, სოციოლოგია, ბიოლოგია, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერება, მათემატიკა, ფსიქოლოგია
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://www.udc.es/index.html?language=en
რომის საპიენცას უნივერსიტეტი (იტალია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი, ევროპული კვლევები, კომპიუტერული მეცნიერებები, მოლეკულური ბიოლოგია
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
http://uniroma1.it/
ვარშავის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): არქეოლოგია, ანგლისტიკა, ფილოსოფია, ამერიკანისტიკა, პოლიტიკის მეცნიერება, ფინანსები, საერთაშორისო ურთიერთობები
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
http://en.uw.edu.pl/
ტუშას უნივერსიტეტი (იტალია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკოლოგია,  გეოგრაფია, მდგრადი განვითარება, გეოდეზია
სასწავლო მიმართულებები (იტალიურენოვანი): ბიოლოგია, ბიზნესის ადმინისტრირება, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, არქეოლოგია, ისტორია, იტალიური ენა და ლიტერატურა, იურიდიული
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
http://www.unitus.it/

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

ენის ინსტიტუციონალური ტესტირება (2016 წლის 12 ოქტომბერი, 2017 წლის 9 თებერვალი, 2017 წლის 9 მარტი (მინიმალური ქულა 71) - თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
სტიპენდიატთა საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ, იტალიურ, ესპანურ ან გერმანულ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა; მოტივაციის წერილის 6 ეგზემპლარი ამობეჭდილი სახით უნდა წარმოადგინოთ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ პირველი კორპუსი, ოთახი 121) ა/წ 4 ან 5 აპრილს 10 საათიდან 12 საათამდე დროის მონაკვეთში)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
ბაკალავრის დიპლომი (ინგლისურ ენაზე)
ბაკალავრის დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე)
პასპორტის ასლი

დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 3 აპრილის 16 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი) შემდეგ ელ-ფოსტაზე:erasmusplus@tsu.ge

მეილის სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი (ქართული და ლათინური შრიფტით, როგორც გაქვთ პასპორტში) და სწავლის საფეხური (MA)
მეილის ტექსტში ჩაწერეთ მონაცემები შემდეგი თანმიმდევრობით:
1. ფაკულტეტი
2. სემესტრი
3. აკადემიური შეფასების საშუალო ქულა(GPA)
4. საკონტაქტო ელ.ფოსტა
5. საკონტაქტო მობილურის ნომერი
6. პრიორიტეტების მიხედვით სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი

სტიპენდიების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით:
იტალია: უფასო სწავლა, 850 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
გერმანია, ესპანეთი: უფასო სწავლა, 800 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
პოლონეთი: უფასო სწავლა, 750 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება

შენიშვნა:
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ ვებ-გვერდზე!
ერთ აკადემიურ სემესტრში შესაძლებელია მხოლოდ 1 უნივერსიტეტის სტიპენდიის მოპოვება!
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” (დანართი 2) ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge



Print

« იხ. ყველა სიახლე