2014 წლის 14-18 იანვარს თსუ უმასპინძლებს ზამთრის სკოლას „შესავალი ციფრულ ფილოლოგიაში“, რომელიც განკუთვნილია თსუ, ბათუმისა და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტების მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის. ზამთრის სკოლის ფარგლებში ლექცია-სემინარებს ჩაატარებენ ლაიპციგის უნივერსიტეტის ციფრული ჰუმანიტარული მეცნიერებების დეპარტამენტის მკვლევარები მონიკა ბერტი, სიმონა სტოიანოვა და ჯუზეპე ჩელანო (გერმანია). ზამთრის სკოლა დაფინანსებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.
ზამთრის სკოლაზე თსუ-ს მაგისტრანტებისა და დოქტორანტების რეგისტრაცია წარმოებს
2014 წლის 12 იანვრამდე ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე შეტყობინების გაგზავნით:
digital.philology@tsu.ge. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წინასწარ გაეცნონ ზამთრის სკოლის
სილაბუსს.