ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-03-21

ინტეგრირების საგანმანათლებლო ქსელის კონკრეტული კვლევების კონკურსი საქართველოს უნივერსიტეტებისათვის / Case Study Competition in Georgia

Integrity Action-ის ინტეგრირების საგანმანათლებლო ქსელი აცხადებს ნაშრომების მიღებას კონკრეტული კვლევების კონკურსის ფარგლებში თემაზე ინტეგრითი ბიზნესის სფეროში საქართველოში. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ინტეგრითის პრინციპების (ეს შეიძლება იყოს გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, ეთიკის პრინციპების მიხედვით საქმიანობა, და ა.შ.) ბიზნესის სფეროში არსებულ საგანმანათლებლო რესურსებში პრაქტიკული გამოყენება; ბიზნესის სწავლების სფეროში სასწავლო და მეთოდური მასალების ხელმისაწვდომობის ამაღლება, განსაკუთრებით ინტეგრითის და ანტი-კორუფციის საკითხებზე; ისეთი კვლევების წახალისება, რომელიც ხელს უწყობს საგანმანათლებლო სისტემაში ინტერაქტიული სასწავლო მეთოდების გამოყენებას, კონკრეტული კვლევების შემუშავების კუთხით და ისეთი კონკრეტული კვლევების ხელმისაწვდომობის განმტკიცებას, რომლებიც საქართველოში კორუფციის და ინტეგრითის ნაკლებობის რეალურ პრობლემებზეა კონცენტრირებული;



კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ მიმაგრებული ფაილები.

დანართი 1
დანართი 2
დანართი 3
დანართი 4
დანართი 5
დანართი 6
Print

« იხ. ყველა სიახლე