ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-10-02

სტუდენტური მობილობა ჩრდილო-აღმოსავლეთ ილინოისის უნივერსიტეტში

თსუ-სა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ილინოისის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ცხადდება სტუდენტური მობილობა 2018 წლის სასწავლო წლისათვის. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებს. ხელშეკრულების შესაბამისად, თსუ-ს მიერ გაცვლაზე ნომინირებული სტუდენტები გათავისუფლდებიან სწავლების გადასახადისაგან მიმღებ უნივერსიტეტში, მობილობასთან დაკავშირებული ყველა სხვა ხარჯის დაფარვა უნდა მოხდეს სტუდენტის მიერ.

მობილობა შეიძლება განხორციელდეს 2018/19 სასწავლო წლის განმავლობაში ერთი (5 თვე) ან 2 სემესტრით (10 თვე).

დეტალური ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმები იხილეთ დანართში, საბუთების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 12 ოქტომბრის (ხუთშაბათი) 17:00 სთ თსუ პირველი კორპუსი, ოთახი 121, კოორდინატორი: ანი თვალთვაძე ani.tvaltvadze@tsu.ge
 
საფაკულტეტო ნომინაციის წერილის მისაღებად დაუკავშირდით აკაკი მიქაბერიძეს akaki.mikaberidze@tsu.ge, 577.799740

დანართი 1
დანართი 2
დანართი 3
დანართი 4
დანარტი 5
დანართი 6
დანართი 7
დანართი 8

Print

« იხ. ყველა სიახლე