2019-08-15
შვეიცარიის მთავრობის სასწავლო სტიპენდიები
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საქართველოში შვეიცარიის საელჩოდან შემოვიდა ინფორმაცია შვეიცარიის მთავრობის მიერ 2020–2022 წლებში საქართველოსთვის შემოთავაზებული სასწავლო სტიპენდიების შესახებ.
აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამა მოიცავს: სადოქტორო, პოსტ-სადოქტორო და სამეცნიერო-კვლევით საფეხურებს.
სტიპენდიაზე განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის
28 ნოემბერი.
დეტალური ინფორმაციისათვის სტიპენდიების შესახებ იხილეთ
ბმული.
« იხ. ყველა სიახლე