2020-06-18

VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“

2020 წლის 13-15 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“  ჩატარდება:

VI საერთაშორისო კონფერენცია ეძღვნება დანიელ ჭონქაძესა და ვასილ ცორაევს.

მოხსენებების თემატიკა:

პლენარური სხდომა:  დანიელ ჭონქაძე და ვასილ ცორაევი.
ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, დანიელ ჭონქაძე (1830-1860) ოს მწიგნობართან, ვასილ ცორაევთან (1927-1884) ერთად არის ოსური ფოლკლორული საგანძურის შემკრები. მათ შეკრიბეს ნართების თქმულებები, ოსური ანდაზები და სხვ. ჭონქაძისა და ცორაევის მიერ შეკრებილი ოსური ფოკლორი 1868 წელს აკადემიკომა ალექსანდრე შიფნერმა გამოსცა: „ოსური ტექსტები, შეკრებილი დანიელ ჭონქაძისა და ვასილ ცორაევის მიერ“.
დანიელ ჭონქაძე და ვასილ ცორაევი წლების განმავლობაში ასწავლიდნენ ოსურ ენას თბილისის სასულიერო სემინარიაში.

კონფერენციაზე იმუშავებს ექვსი სექცია და მრგვალი მაგიდა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის: 
1. ლიტერატურათმცოდნეობა, ენათმეცნიერება,  ლექსიკოლოგია; 
2. ფოლკლორისტიკა, ეთნოლოგია, ისტორია, არქეოლოგია;
3. ფილოსოფია, ეთიკა, რელიგია;
4. კულტურა და ხელოვნება; 
5. ინტერდისციპლინური კვლევები;
6. მედია და მასობრივი კომუნიკაცია.

მრგვალი მაგიდა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის.

კონფერენციის მიზანი:
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, „ქართულ-ოსური ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“  მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებს. 
კონფერენციას დაესწრებიან და მის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები, ახალგაზრდა  მკვლევრები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონფლიქტოლოგები, ექსპერტები, ჰუმანიტარული, სოციალურ-პოლიტიკური დარგების მკვლევრები.

მიმართულებები:
ფოლკლორი, ლიტერატურა, ენათმეცნიერება, ისტორია, ფილოსოფია, რელიგია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, კულტურის კვლევები,  ხელოვნებათმცოდნეობა, კონფლიქტები, მედია, მიგრაცია.

სამუშაო ენები: 
ქართული, ოსური, ინგლისური, რუსული. 

კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება - 15 წუთი;
მსჯელობა - 10 წუთი;

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი:
მოხსენება: 
დასწრებული და დაუსწრებელი მონაწილეობა. 

გთხოვთ კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი და თეზისები გამოგზავნოთ 2020 წლის 10 სექტემბრამდე. 
შემდეგ მისამართზე: gorc.conference2020@tsu.ge


კონფერენციის წინასწარი პროგრამა:
12  ოქტომბერი - სტუმრების ჩამოსვლა-დახვედრა
13 ოქტომბერი - კონფერენციის გახსნა, მისალმებები, გამოფენის გახსნა: „ ქართულ-ოსური ურთიერთობის ისტორიიდან“; 
პლენარული სხდომა; 
სექციური მუშაობა; 
14 ოქტომბერი - სექციური მუშაობა; სტუმრად  ეთნოგრაფიულ  მუზეუმში:  ოსური სახლი;
15 ოქტომბერი - კულტურული პროგრამა: ექსკურსია კახეთში, სახალხო დღესასწაული „კოსტაობა“ (ლაგოდეხის რაიონი, სოფ. არეშფერანი)
16 ოქტომბერი - სტუმრების გაცილება

თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Sylfaen, Times New Roman
ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი  (250  სიტყვა) 

თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს, მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ  2020 წლის 15 სექტემბერს.
კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის სერტიფიკატები.
კონფერენციაში მონაწილე მომხსენებელთათვის არ არის დაწესებული სარეგისტრაციო გადასახადი.  
კონფერენციის თეზისები და წაკითხული მოხსენებები დაიბეჭდება.
საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატები:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი,  თბილისი, ქეთევან წამებულის 55, ოთახი N 115.
საკონტაქტო პირი: ნაირა ბეპიევი
 ტელ.:  +995599101164; 
ელ.ფოსტა: gorc.conference2020@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე