ცხადდება კონკურსი თსუ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად
ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში (ბელგია).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე* სემესტრის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებიდან:
ქართველური ენათმეცნიერება, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, თეოლოგია, ფილოსოფია, ეთიკა, ისტორია, აღმოსავლეთმცოდნეობა, საჯარო პოლიტიკა, პოლიტიკის მეცნიერება, კულტურის კვლევები, ევროპული კვლევები.
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
დაინტერესებულმა პირებმა ა/წ
24 იანვრის 16:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:
outgoingmobility@tsu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
მაგისტრის დიპლომი და დიპლომის დანართი (GPA-ის მითითებით)
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი:
-2018 წლის 9 ოქტომბერს თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა (მინიმალური ქულა: 71);
-მოქმედი ენის საერთაშორისო სერთიფიკატები (TOEFL (iBT) - მინიმალური ქულა - 87, IELTS – მინიმალური საშუალო ქულა 6.5);
-უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული კემბრიჯის სერთიფიკატები (მინიმუმ B2 დონე);
-უკანასკნელი 5 წლის მანძილზე საზღვარგარეთ მიღებული მაგისტრის დიპლომი (სწავლების ენა ინგლისური).
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმოწერით/ბეჭდით)
დანართი 1
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
სამი თვე (2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი: აპრილი-ივნისი)
სტიპენდია მოიცავს:
ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.
დამატებითი ინფორმაცია:
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
*სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას!