2017-05-22

კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის წაკითხულის გააზრებაში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტი და აბიტურიენტთა სამსახური საჯარო და კერძო სკოლების მე-10 -11 კლასის მოსწავლეებს სთავაზობს კონკურსს წაკითხულის გააზრებაში.
 
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარების განვითარებას.
 
კონკურსის წესები:
  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მე-10-11 კლასის მოსწავლეებს;
  •  ტექსტებზე მუშაობის ხანგრძლივობა - 90 წუთი;
  •  მოსწავლეს ევალება 3 სამეცნიერო-პოპულარული ტექსტის ანალიზი;
  • ყოველი ტექსტი შეიცავს კითხვებსა და სავარაუდო პასუხებს;
  • შეფასების მაქსიმალური ქულა - 25.
 
საუკეთესო 10 შედეგის მქონე მოსწავლეს საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ზაფხულის სკოლაში.
 
პირველი სამი შედეგის მქონე მოსწავლეს გადაეცემა თსუ აბიტურიენტთა განყოფილების ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსის 10% ფასდაკლების ბარათი.
 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 11 ივნისის 24:00 სთ-მდე უნდა გამოგზავნონ  აპლიკაციის შევსებული ფორმა (ბმულის სახით იხილეთ აპლიკაცია).
 
კონკურსი ჩატარდება ერთ ეტაპად, 14 ივნისს, ოთხშაბათს, 15:00 სთ-ზე, თსუ საგამოცდო ცენტრში (მის: უნივერსიტეტის ქ. 11).
 
შედეგები გამოქვეყნდება 16 ივნისს, 18.00 სთ-მდე.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:  597 222 616


Print

« იხ. ყველა სიახლე