ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შექსპირის შემსწავლელი ცენტრი და რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრი აწყობს შექსპირის დაბადებიდან 450 წლისთავისადმი მიღძვნილ სამეცნიერო კონფერენციას.
კონფერენციაზე იმუშავებს რამდენიმე თემატური სექცია:
- შექსპირის გავლენა შემდგომი ეპოქის ინგლისურ ლიტერატურაზე;
-
შექსპირის გავლენა სხვა ქვეყნების ლიტერატურაზე;
-
შექსპირი თეატრსა და კინოში;
-
ქართული შექსპირიანა (თარგმანები, კვლევა, თეატრალური ხორცშესხმა);
-
შექსპირის სწავლების პრობლემები და გამოცდილება.
კონფერენციის ფარგლებში მოეწყობა ქართული შექსპირიანას ამსახველი გამოფენა და მრგვალი მაგიდა.
მონაწილეობის მსურველებს, ვთხოვთ, 200 სიტყვიანი აბსტრაქტი და მოკლე CV მოგვაწოდოთ 31 მარტამდე მისამართზე:
manana.gelashvili@tsu.ge ,
david.maziashvili@tsu.ge
კონფერენციის სარეგისტრაციო თანხაა 60 ლარი.
კონფერენცია ჩატარდება 2014 წლის 1-3 მაისს
იხილეთ კონფერენციის ვებგვერდი:
shakespeare450.humanities.tsu.ge