ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-02-21

„საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში“

24  თებერვალს, 9.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანული სამეცნიერო ფონდ Volkswagen Stiftung-ის მიერ დაფინასებული პროექტის „საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში“ წინაშესარჩევი I ტური გაიხსნება.

გერმანული სამეცნიერო ფონდის Volkswagen Stiftung-ის დაფინანსებით ხორციელდება საერთაშორისო სამეცნიერო პროექტი "Cross-National Doctoral School" ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით. პროექტი მიზნად ისახავს დიგიტალურ ჰუმანიტარიაში საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის  შესარჩევი ტურების ორგანიზებას, რომელიც ორ ეტაპად ხორციელდება. შესარჩევი ტურის პირველი ეტაპი საქართველოში ტარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (24-27.02.2017) და  ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1-3.03.2017). შესარჩევი ტურის პირველ ეტაპზე გამოვლინდება 25 კანდიდატი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ გერმანიაში, ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში 23-29 მარტს დაგეგმილ მეორე შესარჩევ ტურში.

პირველი ტურის გამარჯვებულებს სპეცაილური საკონკურსო კომისია  5 მარტს დაასახელებს.

იხილეთ პროგრამა

Print

« იხ. ყველა სიახლე