ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-11-16

საერთაშორისო ინტერდისციპლინური სიმპოზიუმი „ილია ჭავჭავაძე - 180“

12-13 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლისთავისადმი და გარდაცვალებიდან 110 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი „ილია ჭავჭავაძე - 180“ გაიმართება. სიმპოზიუმი ორგანიზებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ.

ინტერდისციპლინური სიმპოზიუმი მიზნად ისახავს მეცნიერების სხვადასხვა დარგის (ლიტერატურა, თარგმანმცოდნეობა, ენათმეცნიერება, ხელოვნება, ესთეტიკა, ფილოსოფია, თეოლოგია, განათლების მეცნიერებები, ისტორია, საზოგადოებრივი მეცნიერებები, ჟურნალისტიკა, პოლიტიკური მეცნიერებები, ეკონომიკა, სამართალი) წარმომადგენლების მიერ ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობის შესწავლას და XXI საუკუნის სამეცნიერო მიღწევების ფონზე გააზრებას. 

სიმპოზიუმზე იმუშავებს შემდეგი სექციები: 
ლიტერატურათმცოდნეობა/თარგმანმცოდნეობა
ენათმეცნიერება
ხელოვნება/ესთეტიკა
ფილოსოფია/თეოლოგია
ეთნოლოგია
განათლების მეცნიერებები
ისტორია
საზოგადოებრივი მეცნიერებები
ჟურნალისტიკა
პოლიტიკური მეცნიერებები
ეკონომიკა
სამართალმცოდნეობა

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.
Print

« იხ. ყველა სიახლე