ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-03-25

ამერიკისმცოდნეობის მეთოთხმეტე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი 2013 წლის 16-18 მაისს ატარებს ამერიკისმცოდნეობის მეთოთხმეტე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას.
            
კონფერენცია ეძღვნება პრეზიდენტ აბრაჰამ ლინკოლნის გეტისბურგში სიტყვით გამოსვლის 150-ე წლისთავს.

კონფერენციის მიზანი:    

კონფერენციისთვის წარსადგენი მოხსენებების თემატიკა ძალიან ფართოა: ისტორია, პოლიტიკა, განათლება, რელიგია, ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, მასმედია, სამართალი, ეკონომიკა, სოციალური და ქალთა საკითხები და ა.შ.
განსაკუთრებით მივესალმებით ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე წარმოდგენილ მოხსენებებს და შედარებითი კვლევის შედეგებს.


კონფერენციის გახსნა: 2013 წლის 16 მაისი, 11:00.
მისამართი : ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  I კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1,

სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

გთხოვთ მიუთითოთ მოხსენებისათვის საჭირო ტექნიკა.

კონფერენციაზე წარსადგენი ყველა მასალა, როგორც მიბმული დოკუმენტი (დანართი), უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: geoamstud@yahoo.com  არაუგვიანეს 2013 წლის 20 აპრილისა.
კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 3. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი,  თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი,ოთახი 165. ტელ : 225-06-78

ENG

 

Print

« იხ. ყველა სიახლე