ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-07-01

ბაკალავრთა საყურადღებოდ!

გაერთიანებული ერების „ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამის“ (YPP) ფარგლებში ცხადდება კონკურსი, რომელში მონაწილეობის უფლება 2014 წელს  საქართველოს მოქალაქეებსაც მიეცათ.

აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია გაერთიანებული ერების იმ წევრი ქვეყნებისთვის, რომლებიც გაეროს სამდივნოში არსებულ გეოგრაფიულ პოზიციებზე რიცხობრივი თვალსაზრისით არასათანადოდ არიან წარმოჩენილნი.

აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც გამოცდის დღეს იქნება 32 წლის ან უფრო ახლაგაზრდა (დაბადებული 1982 წლის 1 იანვარს ან შემდგომ) და ფლობს უმაღლეს განათლებას (სავალდებულოა ბაკალავრის დიპლომი) იმ სპეციალობის შესაბამის სფეროში, რომელზეც შეაქვს განაცხადი. ამასთანავე, აპლიკანტი თავისუფლად უნდა ფლობდეს ინგლისურ ან ფრანგულ ენას. (იხ. აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით გაეროს სამდივნოს მიერ მომზადებული პრეზენტაცია: http://mes.gov.ge/uploads/YPP% 20%20presentation.pdf

ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამის (YPP) კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების შეტანა დაიწყო 2014 წლის 14 ივნისს და გასტანს 2014 წლის 27 აგვისტომდე.
გაეცანით კონკურსის პირობებს: http://mes.gov.ge/uploads/ konkursis%20pirobebi.pdf

სპეციალობების მიხედვით განაცხადების მიღება მოხდება სამ ფაზად:

14ივნისი-13აგვისტო (სპეციალობებზე: საინფორმაციო სისტემები და ტექნოლოგია; პოლიტიკური საკითხები);
21ივნისი-27აგვისტო (სპეციალობებზე: ეკონომიკური საკითხები; რადიო პროდიუსერი;)
28ივნისი-27აგვისტო (სპეციალობებზე: ადამიანის უფლებები, ბიბლიოთეკა/საინფორმაციო მენეჯმენტი; ფოტოგრაფია)

გამარჯვებული კონკურსანტების მონაცემები განთავსდება გაეროს სპეციალურ მონაცემთა ბაზაში და ისინი მიიღებენ გაეროს სისტემაში დასაქმების წინადადებას.
Print

« იხ. ყველა სიახლე