ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-03-14

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ახალი სამართლებრივი ასპექტები

23 მარტს, 09.00 საათზე თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი მასპინძლობს თსუ-ს პარტნიორ გრაცის უნივერსიტეტის დელეგაციას და უკეთებს ორგანიზებას სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: “ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ახალი სამართლებრივი ასპექტები”.
გრაცის უნივერსიტეტიდან კონფერენციაში მონაწილებას იღებს რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის კვლევების ინსტიტუტი ( REEES).
REEES-სი არის იურიდიული ფაკულტეტის ბაზაზე შექმნილი სამეცნიერო პლატფორმა, რომელიც ფოკუსირებულია აღმოსავლეთის ქვეყნებზე - ბელორუსიიდან ცენტრალურ აზიამდე. ინსტიტუტის მთავარი მიზანია მოახდინოს ფაკუტეტის კვლევითი პოტენციალის მობილიზება და მისი მსგავსი საკითების კვლევაში ჩართულ ინსტიტუტებთან დაკავშირება, ისევე როგორც რეგიონში საერთაშორისო ურთიერთოებების განვითარებისათვის ხელის შეწყობა.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: <www.uni-graz.at/reees>.

კონფერენცია ჩატარდება:
თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტში, ილია ჭავჭავაძის გამზ. №3, თსუ მე-2 კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი 406.

გთხოვთ გაეცნოთ პროგრამას ინგლისურ ენაზე.

Print

« იხ. ყველა სიახლე