2018-05-08

ონლაინ დასაქმების ფორუმი

პირველად საქართველოში დასაქმების პორტალი www.HR.ge ორგანიზებას უწევს ინოვაციურ პროექტს “ონლაინ დასაქმების ფორუმი + ღონისძიება 2018” აღმოსავლეთ (თბილისი) და დასავლეთ (ბათუმი) საქართველოში. აღნიშნული ღონისძიება აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას კომპანიებსა და სტუდენტებს/ახალკურსდამთავრებულებს ონლაინ რეჟიმში მიიღონ მონაწილეობა დასაქმების ფორუმში.

ონლაინ დასაქმების ფორუმი უკვე მიმდინარეობს, ხოლო ღონისძიება გაიმართება 8 ივნისს.

სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ:

დარეგისტრირდნენ ონლაინ დასაქმების ფორუმზე რეგიონის შეაბამისად და:
•შეავსონ CV ონლაინ;
•ნახონ მონაწილე კომპანიები და იპოვონ სასურველი ვაკანსიები;
•გამოეხმაურონ ონლაინ - გააგზავნონ CV ღილაკზე დაჭერით მათთვის სასურველ ვაკანსიებზე;
•მივიდნენ რეალურ ღონისძიებაზე ამობეჭდილი CV-ებით და შეხვდნენ კომპანიის წარმომადგენლებს, გაესაუბრონ ვაკანსიების შესახებ და წარადგინონ საკუთარი თავი

„ონლაინ დასაქმების ფორუმი+ღონისძიება 2018“ სტარტი აიღო 1 მაისს.

რეგისტრაციისთვის გთხოვთ გადახვიდეთ შესაბამის ბმულზე - www.hr.ge/jobfairTbilisi; www.hr.ge/jobfairBatumi

ღონისძიებების კალენდარი:
ონლაინ დასაქმების ფორუმი აღმოსავლეთ საქართველო - 1 მაისი - 8 ივნისი

ღონისძიება: თბილისი - 8 ივნისი, თავისუფლების მოედანი N4, ქორთიარდ მარიოტი თბილისი, 11:00 დან 17:00 სთ-მდე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით შემდეგ ტელ. ნომერზე: 032 2 193333 (130). სამუშაო საათები 09:30 - 18:30.

დასაქმების პორტალი www.HR.ge ამ საკითხებზე გამართავს შეხვედრებს თსუ-ს სტუდენტებთან.

შეხვედრების გრაფიკი:
23 მაისი, ოთხშაბათი, 13:00 საათი, თსუ-ს მე-10 (მაღლივი) კორპუსი, აუდ. 206;
23 მაისი, ოთხშაბათი, 15:00 საათი, თსუ-ს პირველი კორპუსი, აუდ. 305
 
    

Print

« იხ. ყველა სიახლე