იურიდული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი, ორ იმიტირებულ სასამართლო პროცესში (ტელდერსი და ჯესაპი) მონაწილეობის მისაღებად, აცხადებს კონკურსს. დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ
განცხადება და გააგზავნონ ელ. ფოსტით შემდეგ მისამართზე:
eka.siradze@tsu.ge. განცხადების მიღების ბოლო ვადაა
2016 წლის 21 სექტემბერი.
გასაუბრება ჩატარდება
2016 წლის 27 სექტემბერს 17:00 სთ-ზე 115-ე ოთახში (II კორპუსი).
გასაუბრება ჩატარდება ინგლისურ ენაზე და, მათ შორის, შეეხება თანამედროვე საერთაშორისო სამართლის დარგებსა და გამოწვევებს.
კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებია:
1.უნდა იყოს თსუ-ს იურიდული ფაკულტეტის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი. ეს სტატუსი მას უნდა ჰქონდეს 2017 წლის აპრილის თვეშიც;
2.თავისუფლად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას (როგორც მეტყველება, ისე წერა);
3.გავლილი უნდა ჰქონდეს საერთაშორისო საჯარო სამართლის (სასურველია ასევე - საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის) კურსი.