2014 წლის
24-30 აგვისტოს თსუ უმასპინძლებს საზაფხულო სკოლას
„შესავალი ციფრულ ფილოლოგიაში“, რომელიც განკუთვნილია როგორც თსუ–ს, ისე საქართველოს ნებისმიერი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტების მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში ლექცია-სემინარებს ჩაატარებენსალერნოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯან პაოლო რენელო (იტალია) და სოფიის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი
დიმიტარ ილიევი (ბულგარეთი). საზაფხულო სკოლა დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.
მონაწილეების შერჩევა მოხდება კონკურსის გზით, მათი განაცხადის განხილვის საფუძველზე. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა
2014 წლის 19 აგვისტომდე ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
- შევსებული განაცხადი
- ბიოგრაფია (CV);
- სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 500 ნიშნის მოცულობის);
- ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია (მობილური ტელეფონი და ელფოსტა).
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია წარმოებს
2014 წლის 19 აგვისტომდე, ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე შეტყობინების გაგზავნით:
digital.philology@tsu.ge.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წინასწარ გაეცნონ ზამთრის სკოლის
ანოტაციას.