2009-12-20

გეოგრაფიული ვიქტორინა

“საბავშვო უნივერსიტეტის” უკვე ტრადიციად ქცეული ვიქტორინა ამჯერად გეოგრაფიით დაინტერესებული მოსწავლეებისათვის ჩატარდა.   თბილისის 18 საჯარო სკოლის 180 მოსწავლე ერთმანეთს გეოგრაფიის ცოდნაში შეეჯიბრა. „გეოვიქტორინაში მონაწილეობის უფლება “ “საბავშვო უნივერსიტეტის”  იმ სტუდენტებმა მიიღეს, რომლებიც მთელი სემესტრის მანძილზე ყველაზე საინტერესო ლექციებს ესწრებოდნენ. 

სამი თვის მანძილზე დაგროვილი ცოდნა პატარა ინტელექტუალებმა 20 დეკემბერს  3 ეტაპად ჩატარებულ კონკურსში  გამოავლინეს. ყველაზე გამორჩეული სტუდენტები უნვიერსიტეტის სახელით სპეციალური საჩუქრებით დააჯილდოვეს.

Print

« იხ. ყველა სიახლე