ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-10-02

შეხვედრები ERASMUS MUNDUS-ის გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აგრძელებს თანამშრომლობას ევროკომისიის პროგრამა ERASMUS MUNDUS-თან და 2013/2014 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრიდან, პროგრამის მეორე აქტივობის ფარგლებში, კვლავ განაახლებს გაცვლით პროგრამებს 2 ახალი პროექტის (HERMES, EMBER) ფარგლებში (EMA2), ყველა საფეხურის სტუდენტების, ახალგაზრდა მკვლევრებისა და უნივერსიტეტის აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის.  სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები განხორციელდება ევროპის 16 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

8-11 ოქტომბრერს თსუ-ში ERASMUS MUNDUS-ის გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით ორი ღონისძიება გაიმართება.

2013 წლის 8-9 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით, უმასპინძლებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS MUNDUS-ის ახალი პროექტის HERMES-ის საწყის შეხვედრას, როგორც პროექტის თანაკოორდინატორი უნივერსიტეტი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ პროექტის კოორდინატორი ათენის უნივერსიტეტის (საბერძნეთი), ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზუალისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოსა და 15 პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

2013 წლის 10-11 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით, უმასპინძლებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS MUNDUS-ის ახალი პროექტის EMBER-ის საწყის შეხვედრას, როგორც პროექტის თანაკოორდინატორი უნივერსიტეტი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ პროექტის კოორდინატორი სევილიის უნივერსიტეტის (ესპანეთი), ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზუალისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოსა და 20 პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლები.


Print

« იხ. ყველა სიახლე