ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-06-20

გამოყენებითი ფსიქოლინგვისტიკის მე-11 მსოფლიო კონგრესი

27-30 ივნისს, 12:00 საათზე, გამოყენებითი ფსიქოლინგვისტიკის საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერითა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება გამოყენებითი ფსიქოლინგვისტიკის მე-11 მსოფლიო კონგრესი, რომელიც 1981 წლიდან იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კონგრესში მასში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები და სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. მსგავსი ღონისძიება 4 წელიწადში ერთხელ ეწყობა სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოსთვის მსგავსი მასშტაბის მოვლენა იშვიათია. კონგრესის ფარგლებში გაიმართება გენერალური ასამბლეა და მომავალი 4 წლით აირჩევენ პრეზიდენტსა და ახალ პრეზიდიუმს. კონგრესის მსვლელობის დროს დაგეგმილია ვორკშოფები, მასტერკლასები, მრგვალი მაგიდა დოქტორანტებთან და ახალგაზრდა მეცნიერებთან, რაც აგრეთვე ხელს შეუწყობს მათ ჩართულობას თანამედროვე ინტერდიციპლინარულ სამეცნიერო კვლევებში.

კონგრესში მონაწილეობას მიიღებს ფსიქოლინგვისტიკის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო პრეზიდენტი პროფესორი ლეონორ სკილარ კაბალი ბრაზილიიდან და ფსიქოლინგვისტიკის საერთაშორისო საზოგადოების გენერალური მდივანი პროფესორი მარია და გრაცა პინტო პორტუგალიიდან, ამერიკული საბჭოების პრეზიდენტი დენ დევიდსონი (აშშ), თანამედროვე ენების ასოციაცათა ფედერაციის პრეზიდენტი ტერი ლემბი (დიდი ბრიტანეთი) და გენერალური მდივანი დენის კენინგემი (ავსტრალია).

მისამართი: თსუ, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, სააქტო დარბაზის ფოიე


Print

« იხ. ყველა სიახლე