თსუ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით
2009-2010
სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სტუდენტებს მიეცათ სწავლის საფასურის
ეტაპობრივად, სამ თანაბარ ნაწილად გადახდის უფლება შემდეგ ვადებში:
ა) სწავლის საფასურის პირველი ნაწილი _ 2010 წლის 13 მარტამდე;
ბ) სწავლის საფასურის მეორე ნაწილი _ პირველ კოლოქვიუმამდე;
გ) სემესტრული გადასახადის მთლიანი დაფარვა _ 2010 წლის 14 ივნისამდე.
თანხის სრულად
გადაუხდელობის შემთხვევაში სტუდენტები არ დაიშვებიან სემესტრულ დასკვნით
გამოცდებზე და კარგავენ გადახდილი თანხის უკან დაბრუნების ან მომდევნო
სემესტრებში გამოყენების უფლებას.