2020-01-29

გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ!

უცხო ენის მოქმედი საერთაშორისო სერტიფიკატების არქონის შემთხვევაში (აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე, B2 დონე), Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ინიცირებულ მევლანას გაცვლით პროგრამასა და თსუ-ს უცხოენოვან გაცვლით პროგრამებში (ორმხრივი ხელშეკრულებების ფარგლებში) მონაწილეობის მსურველი სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ენის ინსტიტუციურ სავალდებულო ტესტირებაზე ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში: mobility.tsu.ge 
ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია დაიწყება 2020 წლის 3 თებერვლიდან 6 მარტის 18:00 საათის ჩათვლით.  
ტესტირების ჩაბარების უფლება აქვთ 2019/20 სასწავლო წელს სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე თსუ ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე, მაგისტრატურის პირველი და მეორე, დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებს!* 
ტესტირება ჩატარდება შემდეგ უცხოურ ენებში: ინგლისური, გერმანული, იტალიური, პორტუგალიური, ფრანგული, ბერძნული, ესპანური და თურქული. 
ტესტირება გაიმართება 2020 წლის 10 მარტს 10:00-ზე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11).  
*სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და ზედა სემესტების დოქტორანტების საყურადღებოდ:
დოქტორანტურის საფეხურის (მე-5 და ზედა სემესტრების) ის სტუდენტები, რომლებიც 6 სასწავლო სემესტრის განმავლობაში ვერ ახერხებენ სწავლის დასრულებას თემის სირთულიდან გამომდინარე, აღნიშნულის თობაზე ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობის წარმოდგენის შემთხვევაში, დაიშვებიან ენის ტესტირებაზე. გთხოვთ, შესაბამისი ცნობა გამოგზავნოთ ელ-ფოსტაზე reference@tsu.ge არაუგვიანეს ა/წ 6 მარტის 18:00 საათისა


 

Print

« იხ. ყველა სიახლე