2018-10-09

კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ოსლოს უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ოსლოს უნივერსიტეტში (ნორვეგია).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე და მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებიდან: სკანდინავიური ფილოლოგია, სკანდინავისტიკა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2018 წლის 19 ოქტომბრის 16:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: outgoingmobility@tsu.ge.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების შედეგი/ცნობა - 2018 წლის 9 ოქტომბერი ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული ინგლისური ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (B2) დონე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ ოსლოს უნივერსიტეტის ვებგვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ  ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
ბაკალავრის დიპლომი და დიპლომის დანართი (GPA-ის მითითებით; მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის)

შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ოსლოს უნივერსიტეტი)

სტიპენდია მოიცავს:
უფასო სწავლა, 900 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად, მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება (ლიმიტი 530 ევრო).

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
ბაკალავრები:
2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
მაგისტრები:
2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი და 2019/2020 წლის შემოდგომის სემესტრი

დამატებითი ინფორმაცია:
- შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და  საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!




Print

« იხ. ყველა სიახლე