ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-06-27

ტრენინგი სამუშაოს ძიებისა და თვითპრეზენტაციის უნარების განვითარებისათვის

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) თსუ–ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს ტრენინგს სამუშაოს ძიებისა და თვითპრეზენტაციის უნარების განვითარებისათვის. პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია საპილოტე ტრენინგის ჩატარება, რომლის სამიზნე აუდიტორიას თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტების დამამთავრებელი კურსების სტუდენტები წარმოადგენენ. სტუდენტების დაინტერესების შემთხვევაში ტრენინგი მიიღებს პერმანენტულ ხასიათს და 2011–2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის განმავლობაში ჩატარდება რეგულარულად, წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით.

საპილოტე ტრენინგი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის ჩატარდება 2011 წლის 11 ივლისს (ზუსტი დროისა და ადგილის შესახებ დამატებით მოგაწვდით ინფორმაციას).

ტრენინგი 1 დღიანია და მოიცავს შემდეგ თემებს:

• სამუშაოს ძებნის მექანიზმი;
• საკვანძო კომპეტენციები დასაქმებისთვის – პირადი პროფესიული პროფილის შექმნა;
• როგორ შევადგინოთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი;
• როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის;
• როლური თამაშები, ინტერვიუს სიმულირება და მისი ანალიზი.

ყოველი ტრენინგის დასრულებისას გაიმართება შეხვედრა დამსაქმებელთან. კომპანიები შეირჩევა სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით, წინასწარი გამოკითხვის საფუძველზე.

ჯგუფში მსმენელების მაქსიმალური რაოდენობაა 20–25 ადამიანი (ჯგუფები დაკომპლექტდება მსურველთა რეგისტრაციის თარიღის მიხედვით).

რეგისტრაციის ელექტრონული ფორმა

პირველი ჯგუფისათვის რეგისტრაციის ბოლი ვადაა 2011 წლის 8 ივლისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თსუ აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრს.
მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ. 3, თსუ მეორე კორპუსი, ოთახი 320, ტელ.: 222 36 52, ელფოსტა: tsuLLL@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე