2019-02-11

XI საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარული და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულების პროექტის - “ურთიერთობათა და კონფლიქტების დარეგულირებისათვის“ ფარგლებში 2019 წლის 14-15 ივნისს გაიმართება XI საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია.

კონფერენციის მიზანია: სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა ურთიერთთანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

კონფერენცია არის მრავალპროფილიანი, სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებისათვის. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: ბაკალავრიატის და მაგისტრატურის განყოფილების სტუდენტებს, დოქტორანტებს.

კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები:
1.ჰუმანიტარული მეცნიერებანი (ფილოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნება, კულტუროლოგია, ისტორია, ევროპეისტიკა, ამერიკათმცოდნეობა)
2.სოციალური მეცნიერებანი (ჟურნალისტიკა, კონფლიქტოლოგია, ფსიქოლოგია, პოლიტოლოგია)
3.ზუსტი დასაბუნებისმეტყველო მეცნიერებანი
4.სამართალმცოდნეობა
5.ეკონომიკა და ბიზნესი
6.მედიცინა და სხვა    

კონფერენციიის მუშაობაში მონაწილეობის მსურველებმა საორგანიზაციო კომიტეტის სახელზე 2019 წლის 10 მაისამდე უნდა წარმოადგინონ განაცხადი და თეზისები (არაუმეტეს 250 სიტყვისა) ან მასალები (არაუმეტეს 1500 სიტყვისა) მოხსენებისათვის მისამართზე:studentsconference@tsu.ge 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი.
Print

« იხ. ყველა სიახლე