2013 წლის 13 იანვრიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ორგანიზებით, გამოცხადდება ერასმუს მუნდუსის კიდევ ერთი პროგრამა „ELECTRA - სწავლების გაძლიერება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებში სუფთა ტექნოლოგიებისა და კვლევითი საქმიანობების საშუალებით” (იხილეთ ბმული). პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა თსუ-ს სტუდენტებმა/მკვლევარებმა უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის არქონის შემთხვევაში, არაუგვიანეს ა/წ 17 დეკემბრისა, უნდა გაიარონ რეგისტრაცია (თან იქონიეთ ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ) თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში და ჩააბარონ გამოცდა უცხო ენაში.
მათზე, ვინც უკვე დარეგისტრირდა უცხო ენის გამოცდაზე (WEBB, BACKIS, IANUS) და მიიღებს B2 დონის დამადასტურებელ სერთიფიკატს, ELECTRA-ს პროექტში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, ავტომატურად გაიცემა უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი.