ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 98 წლის იუბილესთან დაკავშირებით 2016 წლის 30 მაისს მართავს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას სახელწოდებით - „საქართველოს დემოკრატიური რესპუბლიკა (1918-1921 წწ.): პიროვნებები, მოვლენები, რეფორმები, მიღწევები და შეცდომები“.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ სამივე საფეხურის სტუდენტებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2016 წლის 29 აპრილის 18 საათამდე, საკონფერენციო ნაშრომის თეზისები უნდა გადმოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: conference.library@tsu.ge . კონფერენციის ჟიურის მიერ თეზისების შერჩევის შემდეგ, მეორე ეტაპზე გადასულმა მონაწილეებმა, არაუგვიანეს 24 მაისის 18 საათისა უნდა გადმოაგზავნონ საბოლოო ნაშრომები ელექტრონულ მისამართზე conference.library@tsu.ge.
საკონფერენციო ნაშრომის თეზისების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას, საბოლოო ნაშრომის მოცულობა კი უნდა შეადგენდეს 1500 - 2000 სიტყვას. წარმოდგენილი ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს Sylfaen-ის შრიფტით, ზომა - 11, დაშორება- 1,5 .
საბოლოო ნაშრომის წარმოდგენისას მონაწილეებმა ნაშრომს უნდა მიუთითოს გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა. თეზისებისა და საბოლოო ნაშრომის წარმოდგენისას სტუდენტმა ნაშრომს უნდა მიუთითოს: სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, ფაკულტეტი, კურსი, საფეხური და მიმართულება რომელზეც სწავლობს.
მნიშვნელოვანი თარიღები:
- 29 აპრილი 18:00 საათი - თეზისების მიღების დასრულება
- 4 მაისი - კონფერენციაში მონაწილეთა გამოვლენა
- 25 მაისი 18:00 საათი - საბოლოო საკონფერენციო ნაშრომებისა და საპრეზენტაციო ფაილების მიღების დასრულება
- 30 მაისი სამეცნიერო კონფერენციის გამართვა
საკონტაქტო პირი:
ირაკლი ირემაძე
ტელ: 595 95 66 72
ელ. ფოსტ : Irakli.iremadze@tsu.ge