2016-08-31
მესამე საერთაშორისო კონფერენცია "დამტკიცებათა თეორია, მოდალური ლოგიკა და რეფლექსიის პრინციპები"
5-9 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მესამე საერთაშორისო კონფერენცია "დამტკიცებათა თეორია, მოდალური ლოგიკა და რეფლექსიის პრინციპები" გაიმართება.
საერთაშორისო კონფერენცია “დამტკიცებათა თეორია, მოდალური ლოგიკა და რეფლექსიის პრინციპები” რიგით მესამეა შეხვედრების სერიაში, რომელთაგან პირველი ჩატარდა ბარსელონის უნივერსიტეტის, ხოლო მეორე - მეხიკოს ავტონომიური ტექნიკური ინსტიტუტის მხარდაჭერით.
კონფერენციის ძირითადი თემაა მოდალური ლოგიკის უახლესი მიღწევების გამოყენება დამტკიცებათა თეორიის სფეროში, კერძოდ კი ფორმალური თეორიების მამტკიცებელი სიმძლავრის გამოთვლა-შედარების საკითხში.
საქართველოში, მათ შორის თსუ ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში, არსებობს მოდალური ლოგიკისა და დამტკიცებადობის ლოგიკის, კვლევის 30-წლიანი ტრადიცია, რომლის წყალობითაც თბილისის ლოგიკის სკოლა მაღალი საერთაშორისო რეპუტაციით სარგებლობს.
შეხვედრა “დამტკიცებათა თეორია, მოდალური ლოგიკა და რეფლექსიის პრინციპები” ემსახურება კვლევის გაღვივებას ამ ორი მომიჯნავე დარგის - დამტკიცებათა თეორიისა და მოდალური ლოგიკის - კვეთაზე არსებული ახალი სამეცნიერო მიმართულებით.
აღნიშნული სამეცნიერო მიმართულებით კვლევა მოითხოვს ფართო და განსხვავებული სპექტრის სამეცნიერო ქვედარგების სპეციალისტთა ცოდნის კონსოლიდაციას. კონფერენციის მთავარი მიზანია საქართველოში არსებული ექსპერტიზის კომბინირება შესაბამისი დარგების წამყვან უცხოელ სპეციალისტთა ექსპერტიზასთან.
სამუშაო შეხვედრის მიზნებია:
•წარმატებულ სამეცნიერო ფორუმთა სერიის გაგრძელება.
•თანამედროვე აქტუალური კვლევის სტიმულირება ქართულ სამეცნიერო სივრცეში.
•დარგის წამყვან ექსპერტთა შეკრება უახლესი მიღწევების მიმოცვლისა და შემდგომი ერთობლივი კვლევების დასაგეგმად.
•მათემატიკურ ლოგიკის მომიჯნავე ქვედარგებს შორის ურთიერთქმედების სტიმულირება.
•მოდალურ ლოგიკაზე დაფუძნებული ორდინალური ანალიზის გავრცელება უფრო მძლავრ მათემატიკურ თეორიებზე.
•განხილული მოდალური სისტემების რელაციური, ტოპოლოგიური და ალგებრული ინტერპრეტაციების შესწავლა და ამ ინტერპრეტაციებს შორის კავშირის გამოკვეთა.
კონფერენციის ვებ-გვერდის მისამართია: http://www.phil.uu.nl/~jjoosten/Wormshop2016/index.html

« იხ. ყველა სიახლე