ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-01-30

კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (გერმანია) საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილ პერსონალის საერთაშორისო კვირეულზე დასასწრებად (20-24 მაისი, 2019)

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს შემდეგი მიმართულებებიდან:

სოციოლოგია, ჟურნალისტიკა, მედია - 8 საათიანი სალექციო დატვირთვა
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებებათა ფაკულტეტის ხელმძღვანელობა - სამუშაო შეხვედრები

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ან გერმანულ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან გერმანულ ენაზე)
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ან გერმანულ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სამუშაო გეგმა (თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული): დანართი1 - სოციოლოგიის, ჟურნალისტიკის, მედიის მიმართულების პროფესორებისთვის
შევსებული სამუშაო გეგმა (თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული): დანართი2 - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელმძღვანელობისთვის
დაინტერესების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან (საკონტაქტო პირი: საერთაშორისო ოფისის ხელმძღვანელი, კრისტინ ბუდინი, christine.boudin@fh-kiel.de)

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2019 წლის 18 თებერვლის 11:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად) შემდეგ ელ-ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge

სტიპენდია მოიცავს:
დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 360 ევრო)

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
5 სამუშაო დღე

შენიშვნა:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge



Print

« იხ. ყველა სიახლე