2018-06-01
„ინტერდისციპლინური კვლევების ლაბორატორია თსუ-ის სტუდენტებისთვის“
გახდი ,,განათლების მეცნიერებების” სადოქტორო პროგრამის სტუდენტების მიერ ინიცირებული პროექტის - „ინტერდისციპლინური კვლევების ლაბორატორია თსუ-ის სტუდენტებისთვის“ მონაწილე.
პროექტის მიზანია თსუ-ის სადოქტორო პროგრამების სტუდენტთათვის საუნივერსიტეტო ინტერდიცსიპლინური კვლევითი სივრცის შექმნა, რომლის ფარგლებშიც ინტერდისციპლინური კვლევითი გეგმის შემუშავების პროცესში მათ კონსულტაციას გაუწევენ სხვადასხვა დარგის ექსპერტები.
პროექტი განხორციელდება სამ ეტაპად:
პირველ ეტაპი - 2 დღიანი შეხვედრა
• 29 ივნისი - თსუ-ის პირველი კორპუსი - ინფორმაციული/გაცნობითი შეხვედრა. თსუ-ის აკადემიური წრის წარმომადგენლები ისაუბრებენ ზოგადად პროექტის მნიშვნელობის შესახებ, მიზნებსა და შესასრულებელ ამოცანებზე. სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლები პროექტის მონაწილეებს გაუზიარებენ საკუთარ კვლევით გამოცდილებას.
• 30 ივნისი - თსუ-ის მესამე კორპუსი - პროექტის მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ინტერდისციპლინური კვლევითი პროექტის განხორციელების თავისებურებებს. ექსპერტთა დახმარებით მოხდება ჯგუფებში ინტერდისციპლინური კვლევითი პროექტისთვის იდეების გენერირება, დაიგეგმება მომდევნო შეხვედრისთვის შესასრულებები ამოცანები.
მეორე ეტაპზე - 13 ივლისი და 21 სექტემბერი - თსუ-ის მესამე კორპუსი - დოქტორანტები ინტერდისციპლინური კვლევითი პროექტის დაგეგმვის ფაზებს განიხილავენ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტებთან.
პროექტის დასკვნით დღე - 27 ოქტომბერი - თსუ-ის პირველი კორპუსი - პროექტის მონაწილეები საერთაშორისო, ადგილობრივ, აკადემიურ ორგანიზაციებსა და პოტენციურ დამფინანსებლებს ჯგუფურად მომზადებულ ინტერდისციპლინურ კვლევით გეგმებს გააცნობენ.
დაინტერესებულმა პირებმა CV, სამოტივაციო წერილი და ცნობა თსუ-ის სტუდენტის სტატუსის შესახებ გადმოაგზავნეთ არაუგვიანეს 14 ივნისისა შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: megi.esebua@tsu.ge, marine.gognelashvili@tsu.ge
პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები, ხოლო პროექტის ჟიური გამოავლენს 3 საუკეთესო ინტერდისციპლინურ კვლევით გეგმას, გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 300 ლარიანი ვაუჩერით, რომლის ფარგლებშიც საშუალება ექნებათ შეიძინონ თსუ-ის მიერ გამოცემული წიგნებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ მითითებულ ელ. ფოსტებზე.

« იხ. ყველა სიახლე