2015-09-23

გაცვლითი პროგრამა „MIRAI Program” იაპონიაში

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს განაცხადების მიღებას იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სრულად დაფინასებული, ტოკიოს პრესტიჟულ უნივერსიტეტებში მოკლევადიან გაცვლით პროგრამაში „MIRAI Program” მონაწილეობის მისაღებად. 

პროგრამის ხანგრძლივობა: 2015 წლის 15-22 დეკემბერი.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

-20 წლის და ზემოთ თსუ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტი, რომელსაც არა აქვს მონაწილეობა მიღებული იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროგრამებში და ხანგრძლივი დროით არ იმყოფებოდა იაპონიაში.
-კანდიდატი უნდა სწავლობდეს შემდეგ სასწავლო მიმართულებებზე: პოლიტიკის, უსაფრთხო პოლიტიკის, ეკონომიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, აღმოსავლეთმცოდნეობის, იაპონისტიკის განხრით.
– კანდიდატის აკადემიური მოსწრება (GPA) უნდა იყოს  3,2–4.0 (ბაკალავრიატის მონაცემი);
–კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისო სერთიფიკატს TOEFL (minimum score of 76 IBT) ან IELTS (minimum score of 6).

დაინტერესებულმა კანდიდატმა თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი # 204) უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

–ბაკალავრის დიპლომის ასლი;
–პასპორტის ასლი;
–CV (ინგლისურ ენაზე, Euro pass-ის ფორმატით);
–მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
–ცნობა მაგისტრატურაში სწავლის შესახებ (ქართულ ენაზე);
–ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო  სერთიფიკატი.

დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა: 2015 წლის 9 ოქტომბერი,18:00 საათი.

საბოლო შერჩევა მოხდება იაპონიის საელჩოს მიერ საქართველოში.

დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ დანართში

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს.  ტელ:  2 25 02 12 (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 204).


Print

« იხ. ყველა სიახლე