9 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესტონურ-ქართული პროექტის
„TSU School of Entrepreneurship“-ის ფინალური ღონისძიება გაიმართება.
პროექტი „TSU School of Entrepreneurship“ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არის დაფინანსებული და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013 წლის დეკემბრიდან, ესტონურ კომპანია „BDA Consulting“-თან თანამშრომლობით ხორციელდება.
პროექტის მიზანია ტრენინგ–პროგრამების საშუალებით, მცირე ბიზნესის განსავითარებლად თსუ-ს სტუდენტების მომზადება. მასში მონაწილეობის მიღება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს შეეძლო.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს პროექტში მონაწილე 12 გუნდიდან ნახევარფინალში გასული 6 გუნდი, რომლებმაც ა/წ აპრილში ერთკვირიანი სტაჟირება გაიარეს ესტონეთის სხვადასხვა კომპანიაში და ბიზნესის განვითარების თეორიული ცოდნა გაიღრმავეს ესტონური გამოცდილების მაგალითზე.
ღონისძიებაზე საგანგებო ჟიური გამოავლენს
3 საუკეთესო გუნდს. მათ ფულადი ჯილდო გადაეცემათ. ასევე, დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ფავორიტი გუნდის გამოვლენის საშუალება მიეცემა.
ღონისძიება ჩატარდება
2014 წლის 9 ივნისს, 14:00 საათიდან 18:00 საათამდე,
თსუ მუზეუმში.
ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ელექტრონულ ფორმატში მოცემულ
ბმულზე