3-4 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრას გამართავს DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი დოქტ. მარტინ პრაქსენტალერი. წარმოდგენილი იქნება DAAD-ს სასტიპენდიო პროგრამები (2017-2018) სტუდენტებისთვის, დოქტორანტებისთვის, მეცნიერებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის:
•საზაფხულო ენის კურსი (მე-2, 3 კურსელი ბაკალავრებისთვის,
ასევე 1-ლი კურსელი მაგისტრებისთვის);
•სამაგისტრო პროგრამა ინგლისურ ან გერმანულ ენაზე
(მე-4 კურსელი ბაკალავრებისთვის);
•სამაგისტრო პროგრამა ეკონომისტებისთვის
(მე-4 კურსელი ბაკალავრებისთვის);
•სადოქტორო პროგრამა (დოქტორანტებისთვის);
•სამეცნიერო სტაჟირება უნივერსიტეტის პროფესურისთვის
ხანგრძლივობა 3 თვე
3 ოქტომბერი, 12.00 საათი - თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია
4 ოქტომბერი,15.00 საათზი- თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსი, 206-ე აუდიტორია
პრეზენტაცია შედგება ინგლისურ ენაზე.
კონსულტაციის მიღება შესაძლებელი იქნება ქართულ ენაზეც.