ცხადდება კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+
პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად პარტნიორ ევროპულ
უნივერსიტეტებში!
სტიპენდიების ჩამონათვალი:
ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (ბელგია)
https://uclouvain.be/index.html
აღმოსავლეთმცოდნეობა, ევროპული კვლევები, ისტორია, ფილოსოფია, ეთიკა
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 1 კვირა
კორუნას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
https://www.udc.es/
იურიდიული, სოციოლოგია, ენები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
იუსტუს-ლიბიგის გისენის უნივერსიტეტი (გერმანია)
http://www.uni-giessen.de/cms/welcome
ბიოლოგია, გამოყენებითი ბიომეცნიერებები, გარემოს მდგრადი განვითარება, გარემოს დაცვა
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 7 დღე
დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ირლანდია)
http://www.ucd.ie/international/
პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, არქეოლოგია, ისტორია
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 10 დღე
ტუშას უნივერსიტეტი (იტალია)
http://www.unitus.it/
ბიოლოგია, ბიზნესის ადმინისტრირება, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო
ურთიერთობები, არქეოლოგია, ისტორია, იტალიური ენა და ლიტერატურა,
ეკონომიკა, ეკოლოგია, გეოგრაფია
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 10 დღე
ზაარლანდის უნივერსიტეტი (გერმანია)
http://www.uni-saarland.de/nc/en/home.html
უცხო ენები, იურიდიული, ბიზნესი, ბიოლოგია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
იაგელონიის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
https://en.uj.edu.pl/en_GB/start
სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, იურიდიული, ისტორია, ფილოლოგია, ფილოსოფია, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ოპოლეს უნივერსიტეტი (პოლონეთი)
http://www.uni.opole.pl/en
ინგლისური ფილოლოგია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
უნივერსიტეტი რენი 1 (საფრანგეთი)
https://www.univ-rennes1.fr/
კომპიუტერული მეცნიერება, ბიოლოგია, ეკონომიკა
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
სოფიას უნივერსიტეტი (ბულგარეთი)
https://www.uni-sofia.bg/eng
გეოლოგია, გეოგრაფია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი)
https://www.ut.ee/en
ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
დიუსელდორფის უნივერსიტეტი (გერმანია)
https://www.uni-duesseldorf.de/home/en/home.html
გერმანული ფილოლოგია
მობილობის სავარაუდო ხანგრძლივობა: 14 დღე
რჟეშოვის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
http://www.ur.edu.pl/en
არქეოლოგია, ისტორია, ფიზიკა, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, სოციოლოგია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ბიალისტოკის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
http://www.uwb.edu.pl/home
იურიდიული, ქიმია
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
რჟეშოვის ტექნიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი)
http://w.prz.edu.pl/en/
საინფორმაციო ტექნოლოგიები
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
გრანადის უნივერსიტეტი (ესპანეთი)
https://www.ugr.es/
ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სოციალური და პოლიტიკური
მეცნიერებები, იურიდიული, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ეკონომიკა და
ბიზნესი, ფსიქოლოგია, განათლების მეცნიერებები
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
ბრემენის უნივერსიტეტი (გერმანია)
https://www.uni-bremen.de/en.html
ბიზნესის ადმინისტრირება, ფსიქოლოგია (ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება)
მობილობის ხანგრძლივობა: 1 კვირა
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
ფოტო ¾-ზე (იტვირთება პერსონალური ინფორმაციის ველში)
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
ერთი რეკომენდაცია (ინგლისურ ენაზე; კონკურსანტი ელექტრონულ
სარეგისტრაციო სისტემაში უთითებს რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემებს,
რის საფუძველზეც, რეკომენდატორს, ავტომატურ რეჟიმში ეგზავნება ელ-ფოსტის
საშუალებით სარეკომენდაციო ბმული შესავსებად. რეკომენდატორის მიერ
აუცილებლად სააპლიკაციო ვადის ამოწურვამდე უნდა მოხდეს რეკომენდაციის
გადმოგზავნა)
შევსებული სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე; სავალდებულოა, 8 საათიანი
სალექციო დატვირთვა კვირაში; თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის
ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული):
დანართი 1
8 საათიანი სალექციო კურსის მოკლე მონახაზი (მაქსიმუმ 2 გვერდი; ინგლისურ ენაზე)
დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან
(ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული
თანხმობა/დაინტერესება მასპინძელი უნივერსიტეტიდან. წერილის მოსაპოვებლად
CV და სამუშაო გეგმის მოკლე მონახაზი გადაუგზავნეთ სასურველი ევროპული
უნივერსიტეტის თქვენი მიმართულების პროფესორს. რჟეშოვის უნივერსიტეტზე
განაცხადის გაკეთების მსურველ პროფესორებს არ ესაჭიროებათ წინასწარი
მიღების წერილის წარმოდგენა; ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში წინასწარი
მიღების წერილის მისაღებად უნდა დაუკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო პირებს:
იზაბელა ფონტანა (isabella.fontana@uclouvain.be) და ბერნარდ კულე
(bernard.coulie@uclouvain.be))
სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი (განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტზე)
დაინტერესებული პროფესორები/ლექტორები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში -
mobility.tsu.ge ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი
ა/წ 1 თებერვლის, 16:00 საათამდე!
სტიპენდია მოიცავს:
დღიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი ინფორმაცია:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ ვებ-გვერდზე!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:
outgoingmobility@tsu.ge;
გასაუბრებები იგეგმება
ა/წ 5 თებერვალს;
გასაუბრებების თარიღი და დრო ინდივიდუალურად გაეგზავნება ყველა აპლიკანტს განაცხადში მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით;
გასაუბრების პერიოდში, საქართველოში არ ყოფნის შემთხვევაში, ინტერვიუს სკაიპით დაგეგმვის მსურველებმა უნდა მოგვწერონ
ა/წ 30 იანვრის 11 საათამდე outgoingmobility@tsu.ge-ზე და მიუთითონ სკაიპით საკონტაქტო დეტალები.