2019-10-23
რიგგარეშე შიდა მობილობა
რიგგარეშე შიდა მობილობა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „არქეოლოგია-პალეოანთროპოლოგია“ დოქტორანტებისათვის!
რიგგარეშე შიდა მობილობის ვაკანტური ადგილები დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე - „ისტორია“ და „პალეოანთროპოლოგია“ განისაზღვრება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტების მიერ და აისახება შიდა მობილობის ელექტრონულ პორტალზე.
რიგგარეშე შიდა მობილობის ვადები (ბრძანება N267/01-01, 22.10.2019)
•ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტების მიერ შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა
- 23 ოქტომბერი;
•შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის
მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 24-25 ოქტომბერი;
•შიდა მობილობის
შედეგების ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნება - 28 ოქტომბერი;
•საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება - 29 ოქტომბერი;
•
ხელშეკრულების გაფორმება საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან -
30 - 31 ოქტომბერი;
•საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის შიდა მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 1 ნოემბერი;
•შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის
ბრძანების პროექტის მომზადება - 1 ნოემბერი.
შიდა მობილობის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის პროცედურა
http://lms.tsu.ge/
საკონტაქტო ინფორმაცია:
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
მის.: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №3, თსუ II კორპუსი, ოთახი №158, ტელ.:; (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 9220).
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ, I კორპუსი, ოთახი №204; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა -1740; 1741).
« იხ. ყველა სიახლე