2011-07-05

შავი ზღვის ახალგაზრდა დიპლომატთა სკოლა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სტუდენტური თვითმართველობა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად აწყობს საგანმანათლებლო პროექტს “შავი ზღვის ახალგაზრდა დიპლომატთა საზაფხულო სკოლა”

საზაფხულო სკოლის მთავარი თემა იქნება, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობები შავი ზღვის ქვეყნებს შორის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. პროექტი ჩატარდება საქართველოში, დაბა ჩაქვში, სასტუმრო “ოაზისში” 2011 წლის 19 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე.

შავი ზღვის ახალგაზრდა დიპლომატთა სკოლის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს: ლექციებს, დებატებს და სიმულიაციებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ექსკურსიები და ქართული კულტურის საღამო. მონაწილეებს მიეცემათ საშუალება შეხვდნენ საქართველოს მთავრობის ოფიციალურ პირებსა და საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენელებს. მოხარულები ვართ მოვიწვიოთ, პოლიტიკური მეცნიერებების, საერთაშორისო უერთიერთობების და იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტები.

შერჩევის პროცესი:
  • შეავსეთ აპლიკაციის ფორმა, გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: bsydsteam@gmail.com ,
  • მონაწილეობის მისაღებად სტუდენტი უნდა იყოს 18–დან 24 წლამდე და უნდა სწავლობდეს ზემოთ აღნიშნულ სპეციალობაზე (პოლიტიკური მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები, იურიდიული)
  • მონაწილეობა სრულიად უფასოა, დაფარულია სასტუმროსა და კვების ხარჯები, მგზავრობას უზრუნველყოფს მონაწილე ქვეყნების საელჩოები.

სამუშაო ენა: ინგლისური
აპლიკაციის შემოტანის ბოლო ვადა 15 ივლისი

საუკეთესო სურვილებით:
საინიციატივო ჯგუფი,
თსუ–ს თვითმმართველობა
ჭავჭავაძე № 3
თბილისი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: +995 55 45 90 35
ელ. ფოსტა bsydsteam@gmail.com

Print

« იხ. ყველა სიახლე