2018-11-22

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხ აპლიკანტთა საყურადღებოდ!

2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად აპლიკანტებმა  26 - 29 ნოემბრის ჩათვლით შესაბამის ფაკულტეტებზე უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით);
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
გ) ფოტოსურათი ორი ცალი (3x4), ელექტრონული ვერსია CD-ზე;
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);

დოკუმენტაციის მიღება ხორციელდება შესაბამის ფაკულტეტებზე (საკონტაქტო ინფორმაცია):

1.ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - „ბიბლიოთეკარი“ - მის: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ, I კორპუსი, II სართული, ოთახი №208, ტელ.: (+995 32) 2 222108.
2.ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - „ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი“ - მის: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №11, თსუ, III კორპუსი, I სართული, ოთახი №110, ტელ: (+995 32) 2 22 23 76.
3.ტურიზმის მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - „საბაჟო საქმის სპეციალისტი“ - მის: მაღლივი კორპუსი, უნივერსიტეტის ქ. №2,  I სართული  პროფესიული სწავლების ცენტრი - ოთახი №2.
4.ქ.ქუთაისის სასწავლო ცენტრში მოქმედი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები - „საბაჟო საქმის სპეციალისტი“, „შემფასებელი“, „ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი“, „სატრანსპორტო გადაზიდვების ლოჯისტიკა“, „საოფისე საქმე“- მის: ქ.ქუთაისი, ნიკეას მე-2 შესახვევი №8,  ოთახი №11.


Print

« იხ. ყველა სიახლე