თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში იწყება რეგისტრაცია თურქული ენის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ
2019 წლის 11 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით მისამართზე ჟ.შარტავას #41. სწავლა უფასოა სტუდენტებისთვის, რომელთაც ძირითად და მეორად სპეციალობად არჩეული აქვთ თურქოლოგია. სხვა დანარჩენი მიმართულების სტუდენტებისთვის მოქმედებს შეღავათი.
რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი საბუთები: პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ორი ცალი დოკუმენტის ფოტო. სტუდენტებმა ასევე უნდა წარმოადგინონ სტუდენტის ცნობა.
საკონტაქტო ინფორმაცია: 2 98 00 97