2018-09-11

ცხადდება მიღება კურსზე სტუდენტი გოგონებისთვის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრე სტუდენტი გოგოებისთვის აცხადებს მიღებას კურსზე: ქალთა ლიდერობის საკითხები, აშშ-ის საგარეო პოლიტიკა და დიპლომატიის მოდელირება" ("Women Leadership, Making of U.S. Foreign Policy and Model Diplomacy"). 

აღნიშნული კურსი ხორციელდება პროექტის აშშ-ის  საგარეო  პოლიტიკისა  და დიპლომატიის მოდელირების  სემინარები გოგოებისთვის ("U.S. Foreign Policy and Model Diplomacy Seminars for Girls"), ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის განვითარების / ალუმნი პროგრამის (Democracy Outreach/Alumni Program) ფარგლებში. პროექტის დაწყების თარიღია 2018 წლის 1 ოქტომბერი.

პროექტზე რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2018 წლის 18 სექტემბერი.

კურსის შესახებ მეტი ინფორმაციის სანახავად და დასარეგისტრირებლად მიჰყევით ბმულს.
Print

« იხ. ყველა სიახლე