2018-05-23

კონკურსი ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის სტიპენდიების მოსაპოვებლად

ცხადდება კონკურსი ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის სტიპენდიების მოსაპოვებლად, რომელიც გაიმართება ქ. ბრატისლავაში (სლოვაკეთი) 2018 წლის 5-25 აგვისტოს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის მეორე და მესამე კურსის და მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტებს.

სტიპენდია მოიცავს:
საცხოვრებელ ბინას, კვებას, კურსების საფასურს.

გამარჯვებულმა სტუდენტმა თავად უნდა დაფაროს საერთშორისო მგზავრობის და საერთშორისო დაზღვევის ხარჯები.

კონკურსზე დაშვების წინაპირობა:

-ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოქმედი TOEFL, IELTS ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი; მინიმუმ B2 დონე)
ან
-თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების დადებითი შედეგი (2017 წლის 3 და 9 ოქტომბერი, 2018 წლის 12 მარტი)

სააპლიკაციო  დოკუმენტების ჩამონათვალი:
-CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
-ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე)
-ნიშნების ამონაწერი (GPA-ის მითითებით, ქართულ ენაზე)
-მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
-ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
-პასპორტის ასლი

დამატებითი ინფორმაცია ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის შესახებ იხილეთ ბმულზე.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 06 ივნისის 17:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტები (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი) შემდეგ ელ-ფოსტაზე: exchange@tsu.ge

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: exchange@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე