სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში განისაზღვრა რიგგარეშე მობილობისათვის ვაკანტური ადგილები, ვადები და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა იმ პირებისათვის, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და სსიპ - გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის შესაბამისად ჩარიცხვის მიზნით ვერ მიმართავენ შპს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შპს - ევროპის უნივერსიტეტს (
თსუ-ს რექტორის ბრძანება: №211/01-01, 06.09.2018).
მობილობის ვადები:
•დოკუმენტაციის მიღება და ხელშეკრულების გაფორმება – 10 - 13 სექტემბერი;
•ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში - 17 სექტემბერი.
მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
მობილობის პროცესში მონაწილე პირი ვალდებულია დადგენილ ვადებში შესაბამის ფაკულტეტზე წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა)
განცხადება რექტორის სახელზე;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით);
დ) ორი ცალი ფოტოსურათი (3X4), ელექტრონული ვერსია CD-ზე;
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
ვ)უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება
მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის ჩარიცხვის ბრძანების პროექტში მოხვედრის წინაპირობაა უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გაფორმება – 2018 წლის 10-13 სექტემბერი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №8, თსუ VI კორპუსი, I სართული, ოთახი №105; ტელ.: (+995 32) 2 25 17 35.
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №11, თსუ III კორპუსი, ოთახი N107, ტელ.: (+995 32) 2 22 44 69.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ, მაღლივი კორპუსი, III სართული, ოთახი №303; ტელ.:(+995 32) 2 30 41 81; (+995 32) 2 30 36 71.
საბაკალავრო პროგრამა „ტურიზმი“ - ტურიზმის სკოლა - მის.: ქ. თბილისი, ვ. ფშაველას გამზ. №44; II სართული, ოთახი №201; ტელ.: 2 39 18 75 (74)).
მედიცინის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ბელიაშვილის №78, ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე- 3 სართული, ოთახი N330 (კანცელარია). ტელ.: (+995 32) 2 91 31 25.
იურიდიული ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ილ. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ 1 კორპუსი, ოთახი N022, 023. ტელ.:(+995 32) 2 25 04 84;